პარლამენტმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე დაამტკიცა

პარლამენტმა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ე.წ ამბოხებული მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე აირჩია. გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აკაკი ზოიძემ თანამდებობა დატოვა.

დიმიტრი ხუნდაძე ერთხელ უკვე იკავებდა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. ის ამ პოზიციაზე მერვე მოწვევის პარლამენტში 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2016 წლის 18 ნოემბრამდე მუშაობდა. მეცხრე მოწვევის პარლამენტში კი ის აკაკი ზოიძის პირველი მოადგილე იყო.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად კახა ბექაური აირჩია
შემდეგი სტატიასამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს