პარლამენტის წინ პოლიციამ სამი პირი დააკავა

პარლამენტის წინ ვითარება დაიძაბა, პოლიციამ სამი პირი დააკავა. სიტუაცია ადგილზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარლამენტის წინ აქცია „სირცხვილიას“ გასაპროტესტებლად ბეჟან გუნავა და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები მივიდნენ. ბეჟან გუნავა და მისი მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას და ტერიტორიიდან „სირცხვილიას“ აქციის მონაწილეების გაძევებას ცდილობდნენ.

დაპირისპირების დროს გუნავას და სამართლადამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა. დააკავეს სამი პირი. ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა ბეჟან გუნავაც გაიყვანეს.

მანამდე გუნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აქცია “სირცხვილიას” მონაწილეები “დაქირავებული ერის მოღალატეები” არიან.

 

 

banner
წინა სტატიაშიამ არჩევნებს არ აღიარებს საქართველოს მთავრობა
შემდეგი სტატიაკიევში ზურაბ ადეიშვილის, დავით საყვარელიძისა და გიორგი ვაშაძის შეხვედრა გაიმართა