პარლამენტის თავმჯდომარემ ადა მარშანიას რუსეთში ვიზიტის შესახებ საუბრის საშუალება არ მისცა

პარლამენტის თავმჯდომარემ ადა მარშანიას რუსეთში ვიზიტის შესახებ საუბრის საშუალება არ მისცა

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერს, ადა მარშანიას, რომელიც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარტიის წევრების მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით საუბრობდა, არ მოუსმინეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა,პარლამენტის ბიურო არ არის ვალდებული, პარტიული ვიზიტის შესახებ ანგარიში მოისმინოს.
“თქვენ თუ გინდათ პარტიებთან საუბარი, შეგიძლიათ მოიწვიოთ და პარტიების წარმომადგენლებს ესაუბროთ. კანონდებლობით პარტიული ვიზიტის შესახებ ანგარიშს ბიურო ვერ მოისმენს, იძულებული ვარ, დავასრულო ბიუროს სხდომა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ვისაც აქვს სურვილი მომისმინოს, ვისაც არა დემონსტრაციულად ადგება და გავა”, – განაცხადა მარშანიამ.

banner
წინა სტატიაში(video) შმმ პირის, გიორგი მიქავას ოჯახის წევრებმა წალენჯიხაში საპროტესტო აქცია გამართეს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციებს ეხმაურება