პარლამენტის სასესიო დარბაზი ბლოკირებულია – ოპოზიციამ გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტის სასესიო დარბაზი ბლოკირებულია – ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს. მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ და სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პარლამენტში დემარშით შევიდა.

ისინი ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ სხდომათა დარბაზს არ დატოვებენ, ვიდრე კობახიძე თანამდებონიდან არ წავა.

სხდომათა დარბაზში იმყოფება ნიკა მელია, სხვა დეპუტატებს კი პარლამენტის შესასვლელიდან სასესიო დარბაზისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

საკანონმდებლო ორგანოს შენობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს ალყაში აქვთ მოქცეული.

banner
წინა სტატიაშიედიშერ თოლორაია: ჩვენი თანამოქალაქეების აღშფოთებას სრულიად ვიზიარებ
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია: ვგმობ, მიუღებელი და აღმაშფოთებელია ის რაც პარლამენტში მოხდა