პარლამენტის კომიტეტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა

პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის ნიკა მელიას პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საფუძვლიანად მიიჩნია.

მას შემდეგ, რაც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა მოხსენება წარმოადგინა და ასევე, დეპუტატთა შეკითხვებს უპასუხა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს, შემდეგ კი კენჭი უყარეს და გადაწყვეტილება მიიღეს. ამ პროცედურის შემდეგ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი მზადაა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გასატანად.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ “მოქალაქეების” წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.

ნიკა მელია პარლამენტის კომიტეტების მიერ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართვის მხარდაჭერას ეხმიანება და ამბობს, რომ დღეს “ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტს ყველა დამონებული ჰყავს.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – ქალბატონ დეგნანს მივმართავ, პარლამენტში შესვლას რომ გვთხოვდა, დავუშვათ, შევსულიყავი, ახლა გავსამართლდებოდი?
შემდეგი სტატიამელია – ვინც გირაოს გადაიხდის, ის იქნება ივანიშვილის სპეცსამსახურის ნების შემსრულებელი