პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან

ე.წ კლანის სიის დამტკიცება და პარლამენტის პიკეტირება – საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციია მონაწილეები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი შეეცდებიან, ხელი შეუშალონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცესს.

„ვნახოთ, დღეს რა გეგმა აქვთ. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე კვირის წინ, როგორ შეაპარეს საკუთარი დეპუტატები, ხალხის პროტესტი რომ არ გაეგოთ. ვნახოთ, დღეს რას იზამენ. მე თუ მკითხავთ, ასე გვირაბებით და დილაუთენია დეპუტატების შეყვანა უფრო დამამცირებელია, ვიდრე ის, რომ გამოიარო ხალხში და მათი პროტესტი გაიგონო. დღეს ეს ხელისუფლება გაკოტრებულია მორალურად. მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დღეს ივანიშვილმა უმრავლესობას უნდა დაამტკიცებინოს მოსამართლეების სია, რომელიც თვითონ ჩამოწერა, ასევე უნდა იმსჯელოს ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ვნახოთ ვინ დაიბნევს დღეს კიდევ ერთხელ კომკავშირის სამკერდე ნიშანს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა: ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით!
შემდეგი სტატიაპოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა