პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის მიმდებარედ, 9 აპრილის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირებაა.

პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება სთხოვეს, რასაც მათ შორის კამათი მოჰყვა.

აქციის რამდენიმე მონაწილე სამართალდამცველებმა პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ვითარებას განარიდეს.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე.

„აქციის მონაწილეები როდესაც იდგნენ ტროტუარზე და არ ახდენდნენ სატრანსპორტო საშუალებების ბლოკირებას, მათ შეეძლოთ გამოეხატათ პროტესტი. შემდგომში, გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს, რომ გადაეკეტათ სავალი ნაწილი და პარლამენტის შესასვლელები. ჩვენ მოვუწოდეთ მათ, გაეთავისუფლებინათ გზა. ამ მოწოდებას გარკვეული პირები არ დაემორჩილნენ, რის გამოც დავაკავეთ აქციის მონაწილეები. შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი გააგრძელონ მშვიდ ვითარებაში. ნუ ჩაკეტავენ პარლამენტის შესასვლელებს. აქ გახლავთ საპარლამენტო ორგანო სადაც უნდა შევიდნენ დეპუტატები, მოვუწოდებ ნუ მოახდენენ შესასვლელების ბლოკირებას“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები ამბობენ, რომ ხელს შეუშლიან საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით დღეს დაგეგმილ კენჭისყრას.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე სამართალდამცველებს – ზედმეტებში არ გადახვიდეთ, არაფერი შეგეშალოთ