პარლამენტის ეზოში სახანძრო მანქანებია მობილიზებული

პარლამენტის სასახლის ეზოში სახანძრო მანქანებია მობილიზებული. სახანძრო მანქანების მობილიზება, სავარაუდოდ, დღეს დაანონსებულ აქციას უკავშირდება.

ოპოზიციური პარტიები დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას მართავენ.

აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე, დაიწყება, თუმცა იქამდე, 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ.

15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. დაგეგმილია კარვების გაშლაც.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია ნიკა მელიას მხარდასაჭერად დღეს საპროტესტო მსვლელობას და მანიფესტაციას გამართავს
შემდეგი სტატიატუსკი – ჩვენი მეგობრის, ნიკა მელიას და კოლეგების დაკავებამ განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია