პარლამენტი საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელ აუდიტორს 12 ნოემბრამდე შეარჩევს

საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 12 ნოემბრამდე შეარჩევს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებები გახსნა. კონკურსში მონაწილეობას დიდი ოთხეულიდან სამი აუდიტორული კომპანია იღებს:

„დელოიტი და ტუში“, (Deloitte and Touche LLC), „იუაი“ (“Ernst & Young Global Limited”), “ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” (PwC საქართველო). ამ სამიდან ერთ-ერთი საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების აუდიტს განახორციელებს. როგორც ცნობილია „საპენსიო სააგენტოს“ 2019-2020 წლების გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა KPMG-მ განახორციელა.

banner
წინა სტატიაშიკორძაია – დღეიდან ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნების შემთხვევით გადათვლის და შერჩევით გადათვლის პროცესს გამოეთიშებიან
შემდეგი სტატიახვიჩია – სააკაშვილის განცხადება ძალიან გასაგებია, უბრალოდ, პრობლემას გამოყვანა წარმოადგენს