ხვიჩია – სააკაშვილის განცხადება ძალიან გასაგებია, უბრალოდ, პრობლემას გამოყვანა წარმოადგენს

სააკაშვილის განცხადება, ციხიდან გამომიყვანეთ და ახალ არჩევნებს დავნიშნავო, ძალიან გასაგებია, უბრალოდ, პრობლემას გამოყვანა წარმოადგენს, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილზე, რომელშიც ის ამბობს: „ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, გაძლევთ სიტყვას, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას“.

„ისეთი ამბავი თუ მოხდა, რომ ციხეში ხალხი შევარდა და მიხეილ სააკაშვილი იქიდან ტრიუმფით გამოიყვანა, მგონი, ათი დღეც ბევრია, მგონი, უფრო მალე უნდა მოხდეს ხელახალი არჩევნების დანიშვნა.

მოცემულობა, რომ ციხიდან გამომიყვანეთ და ახალ არჩევნებს დავნიშნავ, ძალიან გასაგებია, უბრალოდ, პრობლემას გამოყვანა წარმოადგენს.

გააჩნია, ოპოზიცია როგორ დაორგანიზდება და მოსახლეობას როგორ აჩვენებენ სურვილს, რომ მათ გვერდში დაუდგნენ სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად, ამ გეგმის მიმართ სკეპტიკური ვარ, მაგრამ ამ მცდელობას ვერავის დავუშლი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელ აუდიტორს 12 ნოემბრამდე შეარჩევს
შემდეგი სტატიასააკაშვილი – პრაქტიკულად ყველა მზადაა, რომ ახლავე გამოვიდეს პარლამენტიდან და დადოს მანდატი