პარიზის გარეუბანში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი დაჭრა

პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში, სუპერმარკეტთან მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი დაჭრა. ორივე დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. მათი მდგომარეობა მძიმეა. გამოცემა Figaro-ს მონაცემებით, დაშავებულია 57 წლის ქალი დ 73 წლის მამაკაცი.

თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო, ამჟამად მას სამართალდამცველები ეძებენ. პოლიციაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია.

პროკურატურის ოფისში აღნიშნავენ, რომ მომხდარი ინციდენტი სავარაუდოდ ტერორიზმს არ უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშითსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია 3 ოქტომბრის ჩათვლით გახანგრძლივდა
შემდეგი სტატია“მოსყიდულები”- ნიკა მელია “თავისუფალი ზონის” ყოფილ წევრებზე