პარიზი არ აღიარებს კატალონიის დამოუკიდებლობას

საფრანგეთი უარს აცხადებს კატალონიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე იმ შემთხვევაში თუ ესპანეთის ეს რეგიონი ცალმხრივად გამოაცხადებს დამოუკიდებლობას. ამის შესახებ 9 ოქტომებრს განაცხადა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ნატალი ლუაზომ. მისი სიტყვებით, რეფერენდუმის შედეგი, რომელსაც ევროკავშირი არ სცნობს, ვერ განსაზღვრავს კატალონიის სტატუსს. “კრიზისი უნდა გადაწყდეს ესპანური პოლიტიკის ყველა დონეზე დიალოგის მეშვეობით”, – აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, თუ მიუხედავად ამისა კატალონია მაინც გამოაცხადებს ცალმხრივად ესპანეთიდან გამოყოფას, მაშინ მას ევროკავშირის დატოვება მოუხედება.


10 ოქტომებრს კატალონიის პარლამენტის სხდომაზე დაგეგმილია ავტონომიის მეთაურის კარლეს პუჩდემონის გამოსვლა, რომლის დამთავრების შემდეგ იგი, სავარაუდოდ, გამოაცხადებს კატალონიის დამოუკიდებლობას.

banner
წინა სტატიაშითურქეთში 143 სამხედროს გაასამართლებენ
შემდეგი სტატიახვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ეყოლება