თურქეთში 143 სამხედროს გაასამართლებენ

9 ოქტომებრს, სტამბოლში დაიწყო 2016 წლის სამხედრო პუტჩის ყველაზე დრამატული ეპიზოდის სასამართლო პროცესი. საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა 143 ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც ბრალად ედებათ ბოსფორის ხიდზე ათობით სამოქალაქო პირის დახვრეტა, რომლების პუტჩის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
ბრალდებულთა შორის 30 ოფიცერია, რომლებსაც ემუქრებათ უვადო პატიმრობა.


შეგახსენებთ, 2016 წლის 15 ივლისს პუტჩისტებმა ტანკები განალაგეს ბოსფორის ხიდზე. წინააღმდეგობის გაწევის შესახებ პრეზიდენტ ერდოღანის მოწოდების შემდეგ, ხიდზე ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. პუტჩისტებმა გახსნეს ცეცხლი, რომლის დროსაც დაიღუპა 34 მოქალაქე. ინფორმაციას ავრცელებს გერმანული სამაუწყებლო კომპანია “Deutsche Welle”.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლენბერგი: ნატოს ბატალიონები რუმინეთში რუსეთის შეკავებისკენ არის მიმართული
შემდეგი სტატიაპარიზი არ აღიარებს კატალონიის დამოუკიდებლობას