ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ ოლგა ჰარლანის დისკვალიფიკაცია გაუქმებულად გამოაცხადა

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ შეცვალა გადაწყვეტილება უკრაინელი მოფარიკავის ოლგა ჰარლანის დისკვალიფიკაციის შესახებ.

ფედერაციამ გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციაზე მას შემდეგ მიიღო, რაც ჰარლანმა ხელი არ ჩამოართვა ნეიტრალური დროშით მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ანა სმირნოვას მას შემდეგ, რაც ის ორთაბრძოლაში დაამარცხა.

ოლგა ჰარლანმა მოწინააღმდეგეს დაშნა მიუშვირა და მასთან მიახლოების ნება არ მისცა, პროტოკოლის მიხედვით კი, ორთაბრძოლა არ ითვლება დასრულებულად, თუ მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ხელს არ ჩამოართმევენ.

გადაწყვეტილების შეცვლაში დიდი როლი იმანაც ითამაშა, რომ ანა სმირნოვამ, უკრაინელთან პაექრობის შემდეგ, ფოტო გადაიღო თავის ძმასთან, რომელიც სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი. ფოტოზე სმირნოვას მისი სამხედრო ქუდიც ახურავს.

ოლგა ჰარლანი მსოფკლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას აგრძელებს, ანა სმირნოვა კი ტურნირს გამოეთიშა.

banner
წინა სტატიაშილიეტუვის შსს-მ პრეზიდენტს მოციგურავე მარგარიტა დრობიაზკოსთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის რეკომენდაცია მისცა
შემდეგი სტატია(foto)კურორტ გაგრის პირველი შენობა