(foto)კურორტ გაგრის პირველი შენობა

რესტორანი,რომელსაც სტუმრობდნენ ნიკოლოზ II,ოსებ სტალინი, ანტონ ჩეხოვი, ივან ბუნინი, შალიაპინი, გორკი

მე-19 საუკუნის მიწურულს საქართველოს ესტუმრა რუსი გენერალი პრინცი ალექსანდრე ოლდენბურგი. მას განსაკუთრებით გაგრა მოეწონა, რომლის სანაპირო ზოლი უსიერი იყო და გადაწყვიტა იქ კურორტის გაშენება. პრინცმა 1902 წ. პარიზის მსოფლიო გამოფენაზე შეისყიდა სკანდინავიურ ტრადიციებში გადაწყვეტილი ხის შენობა, ჩამოიტანა მისი კონსტრუქცია გაგრაში და შეუდგა საკუთარი აგარაკის აწყობას. შენობის კონსტრუქცია გამორიცხავდა რკინის სამაგრებისა და ლურსმნების გამოყენებას. სამუშაოები დასრულდა 1903 წელს, რითაც საფუძველი ჩაეყარა ახალ კურორტს შავი ზღვის სანაპიროზე. აღსანიშნავია, რომ პრინცმა ოლდენმურგმა პარიზის გამოფენაზე შეიძინა კიდევ ერთი შენობა მეუღლესთვის, რომელმაც ვერ მოაღწია ჩვენს დრომდე.
საბჭოთა პერიოდში პრინცის აგარაკი რესტორან „გაგრიფშად“ გადაკეთდა. მისი ინტერიერი და ექსტერიერი თითქმის ხელუხლებლად არის შენარჩუნებული. „გაგრიფშს“ სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ ნიკოლოზ II, იოსებ სტალინი, გამოჩენილი მწერლები და მუსიკოსები. აქვეა გადაღებული რამდენიმე მხატვრული და დოკუმენტური ფილმი.

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ ოლგა ჰარლანის დისკვალიფიკაცია გაუქმებულად გამოაცხადა
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა ქალაქ დნეპრს დაარტყეს: იწვის საცხოვრებელი კორპუსი (ვიდეო)