ე.წ. ციანიდის საუკუნის საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს – საპატიმროდან გათავისუფლებული დეკანოზი სიმართლისთვის ბრძოლას აანონსებს, მისი ძმა, თორნიკე მამალაძე კი მედიას ეუბნება, რომ ყველა იმ დეტალზე ფაქტებით და მტკიცებულებებით ისაუბრებენ, რომელიც საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცის.
თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზი საზოგადოებას ეტყვის, თუ ვინ დგას საუკუნის საქმის უკან:
მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, თუ ვინ დგას ამ საქმის უკან რეალურად. ეს არ იქნება უბრალოდ საუბრები, ეს იქნება ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია. ჩემს ძმას უკვე იურიდიულადაც აქვს უფლება, ის ფაქტები რაც სასამართლომ დახურა და საზოგადოებამ არ იცის, უფლება აქვს ისაუბროს. ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებაში ტრიალებს მათ პასუხი აუცილებდად გაეცემათ” – ამბობს თორნიკე მამალაძე.
თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზი პატიმრობიდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. მისი თქმით, კომისიას გასული წლის ნოემბერში მიმართეს.