პაპუაშვილზე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება საერთაშორისო მასშტაბის სკანდალი იქნება – გოკა გაბაშვილი

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოს

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის, განცხადებას მის შესახებ მოსალოდნელი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, “საერთაშორისო მასშტაბის სკანდალს” უწოდებს.

ამის შესახებ განცხადება გოკა გაბაშვილმა “კურიერის” პირდაპირ ეთერში გააკეთა და თქვა, რომ “ეს დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის სტილია”.

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასეთი მეთოდებით შანტაჟი არის საერთაშორისო მასშტაბის სკანდალი და კატასტროფა. ეს ხელისუფლებას ძალიან სერიოზულად დააზარალებს და, თუ ხელისუფლებაში ვინმე გონიერი არსებობს, ამ გზით ნამდვილად არ უნდა იაროს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რეებზე წამსვლელი ხელისუფლებაა, თუკი ივანიშვილს აქვს გაცემული ამგვარი დავალება. თუმცა, ეს იქნება საიმიჯო კატასტროფა საერთაშორისო მასშტაბით,“ – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

(video)პაპუაშვილი: ჩემს შესახებ უღირსი ფოტო და ვიდეო მასალის გამოქვეყნებას აპირებენ

banner
წინა სტატიაშიარმენ ჯიგარხანიანი ჰოსპიტალიზირებულია
შემდეგი სტატია(foto)კახი კალაძის “კეტასებმა” კიდევ ერთხელ მიიპყრო ყურადღება