(video)პაპუაშვილი: ჩემს შესახებ უღირსი ფოტო და ვიდეო მასალის გამოქვეყნებას აპირებენ

ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მის წინააღმდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გამოქვეყნებას აპირებენ.

როგორც მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, რომ მაკომპრომიტირებელი მასალის გამოქვეყნებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გეგმავს.

„როგორც გუშინ შემატყობინეს, ჩემს შესახებ ცოტა უღირსი ფოტო და ვიდეო მასალის გამოქვეყნებას აპირებენ. ქალბატონი მინისტრი ძალიან დაჟინებით ითხოვს და შიდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება. ეს კიდევ ერთი უღირსი საქციელი იქნება და კიდევ ერთხელ გამოაჩენს მათ სახეს“, – განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მასალის გამოქვეყნების საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ასეთ შემთხვევაში, მსგავსი ქმედება მის მიმართ საჯარო ზეწოლა იქნება.

„აზრი არ აქვს, რა კადრებიც არ უნდა იყოს, ამისდა მიუხედავად სასამართლო კანონითა და კონსტიტუციით ხელმძღვანელობას განაგრძობს. ამიტომ, ეს იქნება პატარა ადამიანების ვითომ პირადი შურისძიება. ყოყმანობენ, იმიტომ, რომ მარტო ამ ქალბატონის აზრს არ ეყრდნობიან და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ“, – განმარტა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

https://youtu.be/avtQxEf48sM

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარე ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ძალიან დაემსგავსა
შემდეგი სტატიააშშ-ში მაღაზიებმა ცელოფნის შეფუთვაში ხილის გაყიდვა შეწყვიტეს