პაპუაშვილის ვიზიტი ანგოლაში 19 ათასი ლარი დაჯდა, პარლამენტართა მივლინებები 2 მილიონი ლარი

“ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით მივლინებებში 1,939,749 ლარი დაიხარჯა.

2023 წელს მივლინებებში დახარჯული თანხა 2022 წლის მონაცემებს 194,000 ლარით აღემატება.

“ყველაზე ძვირიანი მივლინების ავტორი შალვა პაპუაშვილია, რომელიც ანგოლაში იმყოფებოდა და ამაში ჯამში 18,973 დახარჯა.

გასული წლების ტენდენციის მიხედვით, გარდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდისა, პარლამენტართა მივლინებები ყოველ წელს დაახლოებით 2 მილიონ ლარს შეადგენს.”-ნათქვამია სოციალურ ქსელში “ფლანგვის დეტექტორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიფოტიგას ცნობით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი სააკაშვილზე: ის არ არის ნავალნი