პაპუაშვილი ოპოზიციაზე – მათი ბოროტი განზრახვები იქნება ფუჭი – აქედანვე შეეგუონ დამარცხებას

ყველა დაელოდოს შედეგებს, ცოტა დარჩა იქამდე, რომ წაგება გააანალიზონ, ისევე, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში არჩევნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ზოგისთვის მტკივნეული იყო და ვერ აღიარებდნენ, საკუთარ თავს ვერ უტყდებოდნენ, რომ მოქალაქეთა მხრიდან უნდობლობა მიიღეს. ზოგი განზრახ იქცეოდა ასე. ასევე ნახავენ, რომ მათი ზოგიერთი გაზვიადებული წარმოდგენები და ბოროტი განზრახვები იქნება ფუჭი. განსაკუთრებით ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება – რა თქმა უნდა, გუშინდელი ფაქტიც ამას ხაზს უსვამს, ამიტომ აქედანვე შეეგუონ დამარცხებას.

ჩვენ ვნახეთ „ეგზითპოლების“ პირველადი შედეგები. ვიცით, როგორია განწყობა და ეს გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ საქართველოში მთლიანად, უმეტეს შემთხვევაში, პირველივე ტურში გვექნება გამარჯვება. აქედან გამომდინარე, ამაზე ახლა საუბარიც არ ღირს, ვინაიდან სულ რაღაც 2-3 საათი გვაცილებს იმას, რომ ჩვენ გავიგოთ შედეგი.

მე ვენდობი ჩვენი მოსახლეობის არჩევანს, ვენდობი იმ განწყობებს, რომელსაც ვგრძნობ. ამაზე გვქონდა საუბარი, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან ჯერ მხოლოდ 11 თვეა გასული და იქ ხომ ვნახეთ შედეგი? აქედან გამომდინარე, იმ შედეგებს ხომ ვენდობოდით, ვხედავთ, რომ განწყობები “ქართული ოცნების” მიმართ საქართველოს მოსახლეობას აქვს დადებითი და ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების“, – განაცხადა შალვა პაპუშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – „ნაცმოძრაობა“ საკუთარ აქტივს ავალებს, რომ უბნებზე სიტუაცია არიოს
შემდეგი სტატიაშსს-ს ინფორმაციით, ზვიად კუპრავა ორი მუხლით დააკავეს