პაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ებრძვის ადამიანს, სახელმწიფოსა და ეკლესიას

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ებრძვის ადამიანს, სახელმწიფოსა და ეკლესიას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსიროს 30 ოქტომბერს, არამედ საზოგადოებრივი პოზიციაც გამოხატოს 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე.

„ეს ის იდეოლოგია და მოძრაობაა, რომლისთვისაც ადამიანი არაფერია. ადამიანს ებრძოდნენ მაშინაც, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ოპოზიციიდანაც. როდესაც ადამიანი მათ საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს, იქნება ეს საჯაროდ, სოციალურ ქსელში თუ ისე, ანადგურებენ სიტყვით, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ ანადგურებდნენ საქმით, ახლა სიტყვით ანადგურებენ. ისინი ებრძვიან სახელმწიფოს, შეხედეთ, ერთი წელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ როგორ უცხადებდნენ საბოტაჟს პარლამენტს, შეხედეთ მათ დამოკიდებულებას პრეზიდენტის, მთავრობის, სასამართლოს მიმართ, ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ. ეს არის იდეოლოგია და პოლიტიკური ძალა, რომელიც ებრძვის ეკლესიას, შეხედეთ წლების განმავლობაში რა დამოკიდებულება ჰქონდათ და ბოლო პერიოდში პირდაპირი შეტევა მიიტანეს ეკლესიასა და საპატრიარქოზე. ეს არის პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც ადამიანს, სახელმწიფოს და ეკლესიას ებრძვის, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, საზოგადოებამ არა მხოლოდ თავისი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსიროს 30 ოქტომბერს, არამედ თავისი საზოგადოებრივი პოზიცია დააფიქსიროს 27 ოქტომბერს 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – ხელისუფლებისგან აქციის ორგანიზება არის ფსიქოლოგიური ზეწოლა მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიამელია – არც ერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საჯარო მოხელეს მათი ნების საწინააღმდეგოდ ექაჩებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ აქციაზე