პაპუაშვილი – მიხეილ სააკაშვილისგან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საქართველოს ალტერნატიული ისტორია

 “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” – რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების აქტიური ჩართულობით, ქალაქში 2022 წელს ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

 პროგრამას “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” რუსთავის მერია მეორე წელია ახორციელებს და მისი მიზანია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა.

  ქალაქის მერიამ პროგრამა მიმდინარე წელს აგვისტოს თვიდან დაიწყო. საწყის ეტაპზე რუსთაველებს ქალაქში სასურველი პროექტების განსახორციელებლად საკუთარი იდეები უნდა წარედგინათ. პროგრამაში მონაწილეობა 45-მა ადგილობრივმა მიიღო და რუსთავში განსახორციელებელი პროექტის ინციატივა წარადგინა. 

წინადადებას რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დაეკმაყოფილებინა:

ინიციატივის განხორციელება დაგეგმილი უნდა ყოფილიყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შეთავაზებული პროექტი არ უნდა ყოფილიყო მიმდინარე, ან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში და თანხა არ უნდა ყოფილიყო 150 000 ლარზე მეტი.

 45 ინიციატივიდან კომისიამ შემდეგ ეტაპზე გადსასავლელად ათი პროექტი შეარჩია, რომელთა შორისაც გამარჯვებულები უკვე ონლაინ კენჭისყრის გზით გამოვლინდნენ.  პროექტების შერჩევის პროცესში კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ რუსთაველს შეეძლო, რისთვისაც მხოლოდ მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე შესვლა და საკუთარი არჩევანის დაფიქსირება სჭირდებოდათ. ონლაინ კენჭისყრა თითქმის 1 თვის განმავლობაში, 5 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე გაგრძელდა. რუსთაველების ჩართულობით, ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტი შეირჩა. 

როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა განაცხადა, კენჭისყრაში მონაწილეობა 1 425 ადამიანმა მიიღო.

შედეგად, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, რუსთავში, მომავალ წელს, გურამიშვილის ქუჩაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე აშენდება, ფალიაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების მიმდებარედ კი სპორტული და საბავშვო მოედანი მოეწყობა. მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება თანხები ასევე, მე-14 მიკრორაიონში სტადიონის და მე-8 მიკრორაიონში მრავალფუნქციური სათემო სკვერის მშენებლობაზე.

თითოეული გამარჯვებული პროექტისთვის რუსთავის მუნიციპალიტეტმა მომდევნო წლის ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტად 2022 წლისთვის 1 500 000 ლარი განისაზღვრა. თუმცა, როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, მიმდინარე წელს ჩართულობა დაბალი იყო და 10-ის ნაცვლად, 4 პროექტის განხორციელება დაიგეგმა. გამარჯვებული პროექტების განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარი გამოიყო, დარჩენილი თანხა კი, როგორც ლევან კავთიაშვილი განმარტავს, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება.

“სამუშაო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ 10 ინიციატივიდან განხორციელების ეტაპზე 4 გადასულიყო. ამ პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა თითო  მუნიციპალიტეტზე 150 000 ლარს, ჯამში კი პროექტის ბიუჯეტი 1 500 000 ლარი იყო. ამ შემთხვევაში 600 000 ლარი გამოიყოფა ამ პროექტების დასაფინანსებლად, დანარჩენი თანხა გადავიდა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის უკვე 2022 წლის ბიუჯეტში” – აღნიშნა ლევან კავთიაშვილმა.

პროექტი “დაგეგმე შენი ბიუჯეტი”  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა რუსთავის მუნიციპალიტეტში გასულ წლებშიც განახორციელა.

banner
წინა სტატიაშიწიკლაური გირგვლიანზე: 28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს, ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული სააკაშვილი გვითითებს, რომ „პიარულია”
შემდეგი სტატიაიმნაძე – ახალ შტამთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით წინასწარია, ჩანს, რომ უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს