პაპუაშვილი – ყველა შეხვედრაზე ჩანს მოქალაქეების სრული მხარდაჭერა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრაზე ჩანს, რომ მოქალაქეები მხარს უჭერენ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტს და საკონსტიტუციო ცვლილებებს.

პაპუაშვილის თქმით, შეხვედრებზე საუბრობენ იმ ღირებულებებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი.

„ვაგრძელებთ საყოველთაო-სახალხო განხილვას ჩვენს მოსახლეობასთან ერთად. ქუთაისის, ამბროლაურის შემდეგ, დღეს ოზურგეთში გვექნება მოსახლეობასთან შეხვედრა. ყველა ამ შეხვედრაზე ჩანს სრული მხარდაჭერა ცვლილებების მიმართ. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან ვსაუბრობთ ელემენტარულ ღირებულებებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ცვლილებების მხარდაჭერასთან ერთად, მოქალაქეების მხრიდან ასევე არის ინტერესი დეტალებთან დაკავშირებით. ამ დეტალებზეც გვაქვს საუბარი მოსახლეობასთან, რათა განვმარტოთ, რას გულისხმობს პროპაგანდის შეზღუდვა, რას გულისხმობს გამიჯვნა უფლებრივი ნაწილისა პროპაგანდისგან. მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, სრულად უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვა, მეორე მხრივ, სწორედ უფლებების დაცვის ჭრილშიც დავიცვათ საზოგადოება პროპაგანდისგან. ასე რომ, ეს გამიჯვნა არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი – ჩვენ მხარს ვუჭერთ მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ ტერორისტებისგან, როგორიცაა „ჰამასი“ და ტირანებისგან, როგორიცაა პუტინი
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ევროპარლამენტართა ზოგიერთი ჯფუფისგან გუშინ გავიგეთ, თურმე ევროპული ღირებულება ყოფილა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, პოლიციელზე თავდასხმა