პაპუაშვილი დმანისში მომხდარ თავდასხმაზე – ენმ ამ დღეების განმავლობაში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი, გუშინ, 21 სექტემბერს დმანისში მომხდარ თავდასხმაზე, რა დროსაც, მმართველი გუნდის აქტივისტები, ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ, პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” “პროვოკაციის თავიდან აცილება ვერ მოახერხა”.

“სამწუხაროდ, გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, არჩევნებამდე დარჩა 10 დღე, ნაციონალური მოძრაობა ამ დღეების განმავლობაში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა, მოთმენა რთულია, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება, ხალხის და ქვეყნის წინაშე”,-თქვა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ს თავმჯდომარე – წინასაარჩევნო პროცესი თანაბარ და მშვიდ პირობებში მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“ოცნების“ ძალადობრივ წინასაარჩევნო კამპანიას ჩვენი მშვიდობიანი, თუმცა ძლიერი იარაღით, საარჩევნო ხმების დაფიქსირებით უნდა ვუპასუხოთ – გიგა ბოკერია