პაპუაშვილი – 2007 წლის 7 ნოემბერი იყო პოლიტიკური განაჩენი, რომელიც ხალხმა გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ აქტიურია პოლიტიკაში და რეჟიმის შემოქმედ ადამიანს კიდევ პოლიტიკაში ყოფნის ამბიცია აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, 7 ნოემბერი იყო პოლიტიკური განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“.

„მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს როცა ვიხსენებთ, სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმის შემოქმედი პარტია ჯერ კიდევ აქტიურია პოლიტიკაში და ამ რეჟიმის შემოქმედ ადამიანს, რომელიც ზის ციხეში, უფრო სწორად, საავადმყოფოში, კიდევ აქვს ამბიციები, იყოს პოლიტიკაში. მგონი, 7 ნოემბერი იყო ზუსტადაც პოლიტიკური განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. რაც შეეხება მედიასთან მის დამოკიდებულებას და ზოგადად, ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას, ამიტომაც არის, რომ ქართველი ხალხი არასდროს არ მიუშვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებასთან ახლოსაც კი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი – 7 ნოემბერი იყო უსასტიკესი დარბევა არა მარტო ერთი კონკრეტული მიტინგის, არამედ იყო საქართველოს დარბევა საკუთარი ხელისუფლების მიერ
შემდეგი სტატიაოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება პალესტინასთან „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს“ განიხილავს