პანკისში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმას პატიმრობა მიესაჯა -განაჩენს ოჯახის უკმაყოფილება მოჰყვა

პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმას პატიმრობა მიესაჯა. თელავის რაიონულმა სასამართლომ შმაგი მუთოშვილს ოთხ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

უფლებადამცველის განცხადებით, მუთოშვილს სახელმწიფო ბრალდება სამი მუხლით ედავებოდა, მათგან სასამართლომ მხოლოდ ერთ- იარაღის უკანონო ტარების მუხლში გაამტყუნა, ხოლო დანარჩენ ორ

ბრალდებაში – ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში გაამართლა.

განაჩენის გამოცხადებას მუთოშვილების ოჯახის უკმაყოფილება მოჰყვა. ოჯახი და უფლებადამცველი საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

 

ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.

 

banner
წინა სტატიაშიდევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ქუთაისსა და ზუგდიდში ბინები გადაეცა
შემდეგი სტატიაგაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტზე საქართველოდან თიბისის რისკების მართვის დირექტორი, ნინო მასურაშვილი წარდგება