,,პანკისის ხეობაში მშვიდი ვითარებაა და იქ არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პანკისში სრულიად მშვიდი ვითარებაა და იქ არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება. ამის შესახებ გომელაურმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ვახტანგ გომელაური ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ისლამური სახელმწიფოს” კავკასიის ბატალიონი, რომელსაც ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობს, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ტერაქტებს გეგმავს.
“პანკისს რაც შეეხება, იქ სრულიად მშვიდი ვითარებაა. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ იქ არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება. რაც შეეხება ახმედ ჩატაევს, ის კანონიერად გათავისუფლდა და შეცდომა იყო თუ რა იყო, ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული. პასუხს ვერ გავცემთ ვერც ერთ ქვეყანას თუ რას ამზადებს ის და რას გეგმავს. თუ ჩვენ გვექნება რაიმე ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მივაწვდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პანკისის ხეობაში სიმშვიდეა და არანაირი პრობლემა არ არსებობს დღესდღეობით. როგორც სხვა ხეობებში გრძელდება იქ ცხოვრება”, – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაში“უშიშროების საბჭოზე ჩვენ ნათლად განვსაზღვრეთ შემდგომი ნაბიჯები და კოორდინაციის პროცესი”
შემდეგი სტატია,,შეხვედრის მთავარი საკითხი იყო, არის თუ არა კოორდინაცია ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის”