ივნისის მოვლენების დროს ქვეყანა ჩამოშლის საფრთხის წინაშე იდგა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განცხადებით, ივნისის მოვლენების დროს ქვეყანა ჩამოშლის საფრთხის წინაშე იდგა.

გრიგოლ ლილუაშილი ამბობს, რომ სუსი სამომავლოდ მსგავსი მცდელობის დროს ძალიან მკაცრი და შეუბრალებელი იქნება.

“ნებისმიერი ძალის არსებობდა, რომელიც დესტრუქციული ქმედებებით ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას ჩვენთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა. ხშირად გვსაყვედურობენ ოპონენტები იმას, რომ ჩვენი თანამშრომლების სიჭარბეა თავშეყრის ადგილებზე, მიტინგებზე. ეს გამოწვეულია სწორედ იმ ცუდი პრაქტიკით, რასაც ჩვენი ვუყურებთ მათი მხრიდან, რა შესაძლო ქმედებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლები იქნებიან ყოველთვის იქ, სადაც უნდა იყვნენ, სადაც მოიპოვებენ ინფორმაციას და ამ ინფორმაციის გადამუშავების შედეგად მორეაგირე უწყებებს მივცემთ სწორ დასკვნას და ანალიზს იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ესკალაცია, გადატრიალება და ნებისმიერი უბედურება, რამაც შეიძლება ჩამოშალოს ჩვენი ქვეყანა. მე გეთანხმებით, რომ ივნისის მოვლენების დროს იყო ამის რეალური საფრთხე, ამის რისკის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ნანახი გვაქვს რამდენიმეჯერ, ეს სიმწარე გავლილი გვაქვს და ვიცით, რომ ამას კარგი სიკეთე არაფერი არ მოაქვს, შესაბამისად ძალიან მკაცრნი ვიქნებით, შეუბრალებელნი ვიქნებით, თუ კი სამომავლოდ ვინმე სუბიექტი თუ ნებისმიერი ძალა, მათ შორის პოლიტიკური, ეცდება მსგავსი პროცესების განმეორებას. ჩვენ ვიქნებით შეურიგებელნი ამ პროცესის მიმართ”, – აცხადებს სუს-ის უფროსი.

banner
წინა სტატიაშიდღეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპაცია
შემდეგი სტატიაპანკისის ხეობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს