პან გი მუნმა რუსეთს და აშშ-ს სირიის კონფლიქტის მხარეებზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა

გაეროს გენერალურმა მდივანმა მოსკოვს მოუწოდა დამასკოზე, ვაშინგტონს კი – სირიაში შეიარაღებულ დაჯგუფებებზე ზეწოლა განახორციელონ იმისათვის, რომ ცეცხლის შეწყვეტის განმავლობაში სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი.
გაეროს გენერალური მდივნის თქმით, 12 სექტემბრიდან, როცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევიდა, ჯერჯერობით ვერ ხერხდება ხალხისთვის დახმარების გაწევა.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკების თანახმად, 12 სექტემბრიდან სირიის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, რომელიც 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშისამუშაო საათის ამოწურვის გამო მემანქანემ მატარებელი ნახევარ გზაზე გააჩერა
შემდეგი სტატიაუფლებადამცველებმა ობამას სნოუდენის შეწყალებისკენ მოუწოდეს