ოკუპაციის გამო ქართველები ამ დრომდე ურთულეს მდგომარეობაში არიან…უკანონობა უნდა დასრულდეს – ანჟეი დუდა

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსული ოკუპაცია იყო. ყურადღება გამახვილდა ასევე ცხინვალის საოკუპაციოა რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზეც.

რუსეთის ოკუპაციაზე ვრცლად ისაუბრა ანჯეი დუდამაც და განაცხადა, რომ რუსეთის პოლიტიკა უკანონობის აშკარა მაგალითია, რადგან ამ დრომდე რჩებიან რუსეთის სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიაზე, საიდანაც საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ და წლობით ამყოფებენ უკანონო პატიმრობაში. პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

“რუსული ოკუპაციის გამო ქართველები ამ დრომდე ურთულეს მდგომარეობაში არიან მათი სახლები დარბეულია, რუსეთის სამხედრო დანაყოფები ამ დრომდე რჩებიან საქართველოს ტერიტორიებზე და ხშირ შემთხვევაში იტაცებენ მოქალაქეებს. უნდა დასრულდეს რუსეთის ეს პოლიტიკა და უკანონობა. სადამკვირვებლო მისიები თავის როლს ასრულებენ საოკუპაციო ხაზთან, ამ პროცესში პოლონეთიც ჩართულია”,- თქვა ანჟეი დუდამ.

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე ამნისტიის შესახებ – პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს მზაობა, რომ მხარეებს შორის პოზიციები დაზუსტდეს
შემდეგი სტატიასემეკი ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს