პაატა კუკავა დიდინეძში მოხმდარ ინციდენტზე პირველ კომენტარს აკეთებს

14550904_1797120400572959_602468179_o „საღამოს, როცა შინსკენ პირადი მანქანით გადავაადგილდებოდი, ჩემი ქუჩის გადასახვევთან დამხვდნენ ახალგაზრდა პირები. დავინახე, რომ ჩემს სავალ ნაწილზე 20-მდე ახალგაზრდა იდგა. მიმართვაზე, რომ გაეთავისუფლებინათ გზა, რათა არც მე დავეღუპე და არც თვითონ მოსვლოდათ რამე, აგრესიულად მიპასუხეს, კარგად ვიცით მოძრაობის წესებიო და მანქანას მოვარდნენ – წიხლები დაუშინეს, თან მანქანაში შემოღწევას და გალახვას ცდილობდნენ. ხელიც დამარტყეს, თუმცა გაქცევა მოვახერხე და ჩემი სახლისკენ წავედი, რომელიც ამ ადგილიდან ას მეტრშია. გინებით, ქვების სროლით გამომეკიდნენ. გზაზე ფეხმძიმე მეუღლე, პატარა ბავშვთან ერთად მელოდა. ვეცადე, ჩემი ოჯახი დამეცვა, მაგრამ მომივარდნენ და ყველაფერი გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. ეს გაგრძელდა, დაახლოებით, ხუთი წუთი. მერე წავედი სახლისკენ. ამასობაში, შეიკრიბა ას კაცამდე – მეზობლები, უცნობი ადამიანები“, – ეს განაცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსმა, პაპუნა კუკავამ იმ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, სამეგრელოში მოხდა.კუკავას თქმითვე, მათი მხრიდანაც იყო ხელის დარტყმა, თუმცა ჩხუბი ახალგაზრდებმა დაიწყეს, რის შედეგადაც მისი და მისი ნათესავის ავტომანქანა დაზიანდა, თავად კი სხეულზე დაჟეჟილობა აღენიშნება.

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მისი ახალგაზრდული ფრთის სამ წევრს „ენმ“-ის აქტივისტებმა სცემეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი, მომხდარს „კარგად დაგეგმილ პროვოკაციას“ უწოდებს. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მათი ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, „რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.“

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე: ქართულმა ოცნებამ” ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ კრიმინოგენული ვითარება დამძიმებულიყო
შემდეგი სტატიაელისო კილაძე მორიგ სახელისუფლო სკანდალს აანონსებს