გიორგი ბარამიძე: ქართულმა ოცნებამ” ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ კრიმინოგენული ვითარება დამძიმებულიყო

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე პარტიის რეიტინგთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი ხალხის გადაწყვეტილებაა და აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა ბევრად მეტ ხმას მიიღებს ვიდრე ქართული ოცნება.

„მთელი ეს ბოლო პერიოდი ლაპარაკია დაპირისპირებაზე, ჩხუბზე, კინკლაობაზე. რა ციფრი დაიწერება რა მნიშვნელობა აქვს, ხალხი რას გადაწყვეტს იმას აქვს მნიშვნელობა. ხალხი რასაც გადაწყვეტს იქნება ისე,“ – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.

„ხალხი დაინახავს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის ტყუილები, დაპირისპირება, ცემა-ტყეპა საარჩევნო პროცესშიც და მანამდეც, მობეზრდა ხალხს, ამოუვიდა ყელში. აღარ უნდა არავის ეს ნეგატივი, ხალხს უნდა წინსვლა, იგივე გვინდა ჩვენ და კონკრეტული საამისო გეგმა. არავის არ დავიჭერთ და ამ სიბრიყვეებს არ გავაკეთებთ, რომ დავიწყოთ დევნა და შურისძიება, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული,“ – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ბარამიძის თქმით, პარტია ითანამშრომლებს ყველა პროდასავლურ და ხალხის ინტერესებზე მომუშავე ძალასთან.

ბარამიძე ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმის გუშინდელ ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ე.წ. გახმაურებული არც ერთი საქმე არ გამოძიებულა.

„ქართულ ოცნებას არ აწყობს ამ საქმეების გამოძიება. უფრო მეტიც, ქართულმა ოცნებამ ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება ერთის მხრივ დამძიმებულიყო და მეორეს მხრივ ისე დაპირისპირებოდა ხალხი ერთმანეს, რომ ასეთ ინციდენტებს ადგილი ჰქონოდა,“ – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში რუსი მეწარმე გაიტაცეს
შემდეგი სტატიაპაატა კუკავა დიდინეძში მოხმდარ ინციდენტზე პირველ კომენტარს აკეთებს