პაატა იმნაძე – საქართველოში ნოემბრიდან ცირკულირებს რესპირატორული ვირუსები, შემოდგომაზევე იყო კორონავირუსებიც, ოღონდ ჩვეულებრივი და არა ახალი კორონავირუსი

პაატა იმნაძემ განმარტა იყო თუ არა საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ნოემბერში. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ტემპერატურის მატება და ხველა ზოგადად სეზონურ რესპირატორულ ინფექციებს ახასიათებს.

„თუ შეიძლება ნუ დაგვავიწყდება, რომ ნოემბერში დაიწყო საქართველოში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი. დაინტერესებულ პირებს ვთხოვ, იხილონ ჩვენი ვებგვერდი, სადაც ყოველკვირეულად წერია, რომელი ვირუსები ცირკულირებდა საქართველოში. იქ იყო როგორც ბე ტიპის გრიპის ვირუსები, მერე H3 ტიპის ვირუსები გამოჩნდა, იქ იყო კორონავირუსები, ოღონდ ჩვეულებრივი ადამიანის კორონავირუსები და არა ახალი კორონავირუსი. იქ იყო რესპირატორულ-სენსიტიური ვირუსი, რომელიც დღესაც გრძელდება. რესპირატორულსენსიტიური ვირუსი არის დღეს რესპირატორული დაავადებების ძირითადი გამომწვევი. გასაგებია, ვიღაცას შეიძლება, შარშან ზაფხულშიც ჰქონდა გადატანილი და ასე მოეჩვენოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს რეალობასთან ახლოს არ არის“, – განაცხადა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე: გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლით ან პლაზმით მკურნალობა საკმაოდ მიღებული მეთოდია
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა