პაატა დავითაიას საგანგებო მოწოდება ხელისუფლებას – რუსი ოკუპანტები არ წყნარდებიან

პაატა დავითაიას საგანგებო მოწოდება ხელისუფლებას –  „მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მიიღოს მკვეთრი ზომები“, – აცხადებს „თაიმერთან“  „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია დღეს, რუსი ოკუპანტების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოჩენაზე საუბრისას.

სხვათა შორის, დავითაია ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ აცხადებდა, რომ ოკუპანტები გააქტიურდებოდნენ.

„რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ სეპარატისტები, უფრო სწორედ, რუსი ოკუპანტები არ წყნარდებიან და სეპარატისტული ძალები, ერთად საჯარისო ფორმულირებით, პრაქტიკულად, უკვე შერწყმულნი არიან საოკუპაციო ძალებთან. ასევე, ვხედავთ, რომ ის სიგნალები, რაზეც არაერთხელ გამიფრთხილებია იგივე „თაიმერის“ მეშვეობით ხელისუფლება, რომ ჩვენ ვიმყოფებით იმ ზღვარზე, როცა მცოცავი ოკუპაცია ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის მერეც გაგრძელდა – მოლაპარაკება ვერ შედგა და ვნახეთ, რომ უკრაინაში დაიძაბა სიტუაცია.

მოკლედ, დღეს ვნახეთ, რომ ერთ-ერთ სოფელში გამოჩნდნენ ოკუპანტები და ეს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია, ანუ უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩნდებიან ოკუპანტები, რაც იმის მომასწავლებელია, უახლოეს ხანებში იქ გაივლება ახალი გამყოფი ხაზი.

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მიიღოს მკვეთრი ზომები ამ კუთხით, დაწყებული საერთაშორისო პარტნიორებიდან, დამთავრებული საოკუპაციო ხაზის პერიმეტრის გაძლიერებით იმიტომ, რომ ეს მოვლენები უფრო და უფრო დამძიმდება უახლოეს დღეებში და რაც უფრო დაიძაბება უკრაინაში სიტუაცია, ამით უფრო ისარგებლებენ ოკუპანტები. ამის გაფრთხილება ჩვენ მივიღეთ იგივე იმ წითელ ხაზებში, რაც ბაიდენთან მოლაპარაკების დროს გაავლო თვითონ პუტინმა და სადაც მოხსენიებულია საქართველო. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, იყოს ფრთხილად და მაქსიმუმი გააკეთოს ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიების დასაცავად,“ – აცხადებს დავითაია.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: “ენკამ” დახურა ყველა ოფისი და წავიდა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრისა და კათოლიკოს-პატრიარის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, 4000 კვ.მ მიწა გადაეცა