“სანამ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა იქნება, ყველა მინისტრი მარიონეტი იქნება,”- ასე გამოეხმაურა საქართველოს ევროპული დემოკრატების ხელმძღვანელი პაატა დავითაია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას.
დავითაიას მიაჩნია, რომ ღარიბაშვილის გადადგომის უკან ივანიშვილის კვალი ჩანს და ეს გადაწყვეტილებაც მოქალაქე ივანიშვილის მიერ არის მიღებული.
“ეს არის მმართული პროცესი და ამის უკან ჩანს ბიძინა ივანიშვილი. სანამ ქვეყანაში იქნება არაფორმალური მმართველობა ყველა ვინც იქნება მინისტრი თუ პრემიერმინისტრი იქნება მარიონეტი,”- აცხადებს დავითაია.
ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის წევრი პაატა დავითაიაც.