პაატა დავითაია: მათ შეუძლიათ ორ პარტიას შორის შეთახმება გააფორმონ, მაგრამ არა გაერთიანებული ოპოზიციის სახელით

პროდასავლური ოპოზიციურ პარტიებს შორის დახურული კონსულტაციები გაიმართა შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით. “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ არჩევნების დროს ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან, თუმცა გაერთიანებულ ოპოზიციაში ამ შეხვედრის შესახებ არაფერი სმენიათ და აცხადებენ მათ ეს ინფორმაცია პრესის საშუალებით გაიგეს.

“მე არ ვესწრებოდი ამ შეხვედრას და გაკვირვებული ვარ თუ ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ეს ალბათ არის მოლაპარაკებები ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართვლოს შორის. ეს არ ეხება გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ პარტიებს, რადგან ამ კოალიციაში შემავალი პარტიები საქმის კურსში არ იყვნენ. მიკვირს, რომ ასეთი განცხადებები ვრცელდება. თუ ორი პარტია შეთანხმდა, მათ შეუძლიათ ორ პარტიას შორის შეთახმება გააფორმონ, მაგრამ არა გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, სადაც არ ყოფილა ამ საკითხზე მსჯელობა“,- აცხადებს „ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია.

“არანარი შეხვერდა და კონსულტაციები არ ყოფილა” – აცხადებს მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნიკოლოზ მაჭუტაძე. მისი განცხადებით გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ამ თემაზე შეხვედრა არ ყოფილა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას ინფორმაციით, „ევროპულ საქართველოსთან“ გამართული კონსულტაციები შუალედურ არჩევნებს ეხებოდა.
„მაისში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნებია და ამ საკითხზე კონსულტაციები გავმართეთ. ჩვენთვის და მათთვის საინტერესოა თუ სად ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას. დაახლოებით 30 ოლქშია შუალედური არჩევნები და არ გვინდა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს ხმები წაართვან”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 19 მაისს შუალედური არჩევნები ჩატარდება საგარეჯოს, ადიგენის, ახმეტის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. ასევე შუალედური არჩევნებით მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდში, ხულოში. თბილისში კი, ვადამდელი არჩევნები მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება, რომლის მაჟორიტარი დეპუტატი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო.

banner
წინა სტატიაშიჰააგაში ტროტუარზე ქართული ანდაზა ამოტვიფრეს
შემდეგი სტატიასოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე რუსთავის თეატრმა სპექტაკლი „დაბადების დღე“ წარმოადგინა