პაატა ბურჭულაძის ბლოკი შესაძლოა, გიორგი ვაშაძემაც დატოვოს

ბლოკი პაატა ბურჭულაძე – სახელწმიფო ხალხისთვის შესაძლოა, გიორგი ვაშაძემაც დატოვოს.

ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ ამის შესახებ მან თავად გიორგი ვაშაძემ გადაცემის დაწყების წინ განუცხადა, მაგრამ თქვა, რომ ამ ეტაპზე ვაშაძეს გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.

“გიორგი ვაშაძესთან ჩვენ პრობლემა არა გვაქვს. მან თქვა, რომ მას სჭირდება დრო მოფიქრებისთვის. მისი პარტიის წევრები აქ არიან. მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მისაღები აქვს. მე მას ძალიან ვაფასებ, მისი ცოდნა აუცილებელია, რომ გამოადგეს ჩვენს ქვეყანას. ისევე, როგორც ზურაბ ჯაფარიძის, ეს იყო მიზეზი, რატომაც თავიდან ჩვენ გავერთიანდით. ვაშაძესთან საუბრის საშუალება არ მქონდა.ხვალ გადაწყდება მისი საკითხი. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. შესაძლებელია, ბლოკი მანაც დატოვოს. ბიძინა ივანიშვილისგან ფულს არ ავიღებ. ვისაც არ მოსწონს ჩემი გადაწყვეტილება, შეუძლია წავიდეს, მე გიორგი ვაშაძისთვის არ მითქვამს, მივესალმები, თუ დარჩება”, – განაცხადა ბურჭულაძემ

banner
წინა სტატიაში(video) “გირჩს” ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, რაც მიუღებელია
შემდეგი სტატიაბურჭულაძე მაშანტაჟებდა – ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ გირჩმა კოალიცია თავად დატოვა და არა პირიქით