„პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერები გურჯაანში პენსიონერებს შეხვდნენ

„პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერები და გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გურჯაანში პენსიონერებს შეხვდნენ. ირაკლი ყიფიანმა, გიორგი პაპავამ და გია ხაზიურმა პენსიონერებს პარტიის ეკონომიკური პროგრამის სოციალური ნაწილი გააცნეს, რომლის მიხედვითაც პენსია განისაზღვრება 250 ლარით, ყველა პენსიონერი უზრუნველყოფილი იქნება მედიკამენტებით, ხოლო სოციალურად დაუცველ პენსიონერებს საარსებო შემწეობა გაეზრდებათ 50 პროცენტით და ასევე სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ 4 წლით.

banner
წინა სტატიაშიდემურ სტურუას ცხედარი ოჯახის წევრებმა სამტრედიის პოლიციასთან დაასვენეს
შემდეგი სტატიამასწავლებლის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია- ალექსანდრე ჯეჯელავა