დემურ სტურუას ცხედარი ოჯახის წევრებმა სამტრედიის პოლიციასთან დაასვენეს

სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას ცხედარი, ოჯახის წევრებმა, მუნიციპალიტეტის პოლიციის შენობასთან დაასვენეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები პოლიციის შენობაში შესვლასა და სამართალდამცველებთან გასაუბრებას ცდილობდენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პოლიციასთან, ოჯახის წევრებმა, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში ნახსენები პოლიციელის დაუყოვნებლივ დაკავება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

22 წლის ახალგაზრდას, სამტრედიის რაიონის სოფელ კულაში დღეს დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის დემურ სტურუამ, თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციელს ზეწოლაში ადანაშაულებდა. წერილით ირკვევა, რომ სამართალდამცველი მას თანამშრომლობას სთხოვდა იმის დასადგენად, თუ ვინ მოიხმარდა სოფელში მარიხუანას.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელმა, გამოძიების დასრულებამდე, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიანაკლიაში ირანელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატია„პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერები გურჯაანში პენსიონერებს შეხვდნენ