პაატა ბურჭულაძე: მორჩილი სასამართლო დღევანდელი ხელისუფლების მთავარი მოკავშირეა

პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს, რომელსაც „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ:
„რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებაში არსებობს. ყველასათვის ნათელია, რომ ხელისუფლების სურვილი არც არასოდეს ყოფილა რეალური სასამართლო რეფორმის განხორციელება. მორჩილი სასამართლო დღევანდელი ხელისუფლების მთავარი მოკავშირეა. მხოლოდ ასეთი მოცემულობის პირობებში გრძნობს ხელისუფლება კომფორტულად თავს, რომლის მთავარი მიზანია არ მივიდეს კრიტიკული ინფორმაცია მაყურებლამდე. ფაქტია, ამ პროცესებით საქართველოს საერთაშორისო იმიჯი ნადგურდება, ვინაიდან ყველას თვალში ქართული მართლმსაჯულება უფასურდება. რუსთავი 2-ის დამორჩილებასთან დაკავშირებული, წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლებისგან ორკესტრირებული ეს უგუნური გადაწყვეტილება, ყველასათვის წინასწარ იყო ცნობილი. ცხადია, ეს პროცესი სააპელაციო სასამართლოს ამ პროვოკაციული გადაწყვეტილებით არ დასრულდება და კიდევ უფრო გაართულებს არსებულ ვითარებას. ქართული საზოგადოება, ჩვენ, ყველანი ერთად არ დავთმობთ დამოუკიდებელ ტელევიზიას და მისი სარედაქციო თავისუფლებაში ჩარევას. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს სწორედ სიტყვის თავისუფლება წარმოადგენს.“- აღნიშნულია პაატა ბურჭულაძის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგია ჟორჟოლიანი: სასამართლო არის დამოუკიდებელი და არანაირი შეტევა არ ხდება თავისუფალ მედიაზე
შემდეგი სტატიაეკა გიგაური: ნამდვილად გასაკვირი იყო, რომ სააპელაციო სასამართლომ აბსოლუტურად იგივე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა