ოზურგეთის რაიონში დანით მამაკაცი მოკლეს

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში მკვლელობა მოხდა. დაახლოებით, 45 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. როგორც ცნობილია, მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე მოკლულის თანასოფლელია.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებზე პრემიერის განცხადებას უტიფრობას უწოდებს
შემდეგი სტატია“ეს გუნდი ფოთზე იზრუნებს” – ბურჯანაძემ ფოთის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა