დღეს დადასტურებული 170 შემთხვევიდან 124 აჭარას, 13 – ქუთაისს, 20 კი თბილისს უკავშირდება – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 ბათუმს, 13 – ქუთაისს, 20 კი თბილისს უკავშირდება.
„ქვეყანაში გუშინ იყო 2392 შემთხვევა, დაგვემატა 170 და გახლავთ 2562. 170 ახალ შემთხვევაზე მინდა, ორნაირი ახსნა მოგაწოდოთ. 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 მოგზაურობის ისტორიით, ოთხი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული, დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.

რეგიონების მიხედვით 170 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა, ბათუმი – 124, თბილისი – 20, იმერეთი, ქუთაისი – 13, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 6, გურია, ოზურგეთი – 3, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი – 1“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, 11-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე ქუთაისის მერიაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს და პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს