გიორგი ვაშაძე: არ ვაპირებთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას

ოპოზიციის მიმართ არასამთავრობო სექტორის მიმართვას სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას არ აპირებს.
„მზად ვარ ამ ადამიანებს შევხვდე. ვისაუბროთ ამ საკითხებზე, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია არის, რომ არ ვაპირებთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას, რომელიც ფაქტობრივად ერთ-ერთ მთავარ გარანტად იქცა იმის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მოეპოვებინა. მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა ფაქტობრივად მიღებული აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ ასხივებს იმას, რომ რაიმე სერიოზულ ბრძოლას აპირებს. ვფიქრობ, რომ თვითონ ისინი არიან ხელისშემწყობი ამ პროცესის. აქედან გამომდინარე, ამ თამაშში შესვლას ნამდვილად არ ვაპირებთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე: პოლიტსაბჭოს სხდომაზე სანდრა რულოვსს არ უთქვამს, რომ ის პარლამენტში შესვლას არ აპირებს
შემდეგი სტატია“იტყუება ოთარ კახიძე, რადგან სტრასბურგის სასამართლოს არავითარ პოლიტიკურ დევნაზე არ უსაუბრია”