ოთარ კახიძე : ბიძინა ივანიშვილი არ არის არც რეალობას მოწყვეტილი და არც არაფერს უმალავენ, რაც ქვეყანაში ხდება

ბიძინა ივანიშვილი არ არის არც რეალობას მოწყვეტილი და არც არაფერს უმალავენ, რაც ქვეყანაში ხდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ სამი ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

კახიძის თქმით, ივანიშვილი მოსახლეობას ეუბნება, რომ ქვეყანაში აღმშენებლობა მიმდინარეობს.

„ეს კაცი არ არის არც რეალობას მოწყვეტილი და არც არაფერს უმალავენ, რაც ქვეყანაში ხდება. მან უბრალოდ მოახდინა თავხედობის დემონსტრირება, უტიფრად საქართველოს მოსახლეობას ეუბნება, არც ისე გიჭირთ, როგორც წუწუნებთო. ეუბნება მოსახლეობას, რომ სინამდვილეში აღმშენებლობა მიმდინარეობს.

როდესაც მიდიხართ აფთიაქში და ვერ ყიდულობთ მედიკამენტებს, როდესაც ვეღარ ასხამთ საწვავს, როდესაც არ გყოფნით შემოსავალი, პენსია, როცა ირგვლივ ხედავთ გაჭირვებას, უიმედობას და უპერსპექტივობას, ეს არის ტყუილი და სინამდვილეში ქვეყანაში ყველაფერი არის ძალიან მაგრად და არც კი გაბედოთ წუწუნი და ხმის ამოღება, რადგან ეს არის ქვეყნის მტრობა. აი, ეს არის ივანიშვილის თავხედური და უტიფარი შეტევა საზოგადოებაზე და მათთვის გადაბრალება იმ პრეტენზიების, რომელიც არსებობს მთავრობის მიმართ.

ასევე, ნიშანდობლივია ოთარ ფარცხალაძეზე ბოლომდე გადაფარება. როგორც ჩანს, ეს ნახევრად კრიმინალური, ნახევრად შავი გაგების მაფიოზური ბმა იმდენად მყარია, რომ ივანიშვილი ამისგან გათავისუფლებას ვეღარ ახერხებს. როგორც ჩანს, ფარცხალაძისა და მისნაირების დახმარებით მართავს მათ შორის პოლიტიკურ კლასსაც. როგორც ჩანს, ფარცხალაძეზე ბოლომდე დაყრდნობა არის გზავნილი საკუთარი გუნდის წევრების მიმართაც, რომ ისინი უმკაცრესად დაისჯებიან, თუ არ მოიქცევიან წესიერად. შემზარავი რეალობაა, რომ ამ ადამიანის ხელშია სახელმწიფოს მართვის ბერკეტები“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ჩემი შვილის საქმეზე ასეთი რაღაცები არ უნდა ელაპარაკა” – სარალიძე ივანიშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიაძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად გიორგი ათაბეგაშვილი აირჩიეს