ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად გიორგი ათაბეგაშვილი აირჩიეს

იუდოს ფედერაციის ახალ პრეზიდენტად გიორგი ათაბეგაშვილი აირჩიეს. ყრილობამ ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

ყრილობას 41 დელეგატი ესწრებოდა და ათაბეგაშვილს მხარი 40-მა ერთის წინააღმდეგ დაუჭირა.

როგორც ძიუდოს ფედერაციის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა განაცხადა, მისი ხელმძღვანელობით დაიწყებს ფედერაცია შემდეგი ტურნირებისთვის მზადებას. ის ასევე აპირებს იმ სპორტსმენებთან შეხვედრას, რომლებმაც დღევანდელი არჩევნების მიმართ პროტესტი გამოთქვეს. საარჩევნო ყრილობაზე სხვა კანდიდატებმა – დავით ხახუტაშვილმა, დავით ქევხიშვილმა, დავით ხახალეიშვილმა და გიორგი ალექსიძემ კანდიდატურები მოხსნეს.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე : ბიძინა ივანიშვილი არ არის არც რეალობას მოწყვეტილი და არც არაფერს უმალავენ, რაც ქვეყანაში ხდება
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი არასამთავრობო სექტორის კრიტიკის გამო ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს