“ჩემი შვილის საქმეზე ასეთი რაღაცები არ უნდა ელაპარაკა” – სარალიძე ივანიშვილს პასუხობს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა “უზნეობა და ცინიზმი“ უწოდა სარალიძისა და გირგვლიანის საქმეების ერთმანეთთან შედარებას. ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ გირგვლიანის მკვლელობისგან განსხავებით ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში ხელისუფლების კვალი არ იკვეთება.
ივანიშვილის განცხადებას, მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ის ვერ ერკვევა საკითხში, საერთოდ არ უნდა გაეკეთებინა კომენტარი და აერიდებინა თავი:

„თუ ვერ ერკვევა ამ საკითხში და ამ მკვლელობის საქმეში, საერთოდ არ უნდა გაეკეთებინა კომენტარი და აერიდებინა თავი, ის ჯობდა ყველაფერს. მეორე რაც შეეხება, პარალელების გავლებას და უზნეო საქციელად რომ მოიხსენია, სამწუხაროდ, მე გირგვლიანის საქმეს არ ვიცნობ კარგად, მაგრამ ჩემი შვილის საქმეზე ასეთი რაღაცები არ უნდა ელაპარაკა. იქიდან გამომდინარე, როდესაც ხალხს პირდაპირ ატყუებს და თავისი თანაგუნდელების აზრები გადმოაფრქვია, მე ვიბრძვი იმ მკვლელების დასასჯელად, რომლებიც გარეთ დადიან და არა იმისთვის, რომ სასამართლომ რამდენი პირი მოუმატოს იმ პირებს და რამდენი დააკლოს. თავიდან იყო ბატონი სუბელიანი ამ საქმეში ჩართული, ვის გამოც გაყალბდა და ვისი დაკვეთითაც გაყალბდა ეს საქმე თავიდან ბოლომდე. საბოლოო ჯამში მივიღეთ მოცემულობა, რომ სახელმწიფო თავად ჩაერთო ამ გამყალბებლების გაპრავებასა და მკვლელების ხელის დაფარებაში. შოთაძემ პირდაპირ აღიარა თავისი დანაშაული თავისი გადადგომით,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაში„ივანიშვილის გუშინდელი განცხადები გახლდათ საუკეთესო პასუხი, რატომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე” – დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე : ბიძინა ივანიშვილი არ არის არც რეალობას მოწყვეტილი და არც არაფერს უმალავენ, რაც ქვეყანაში ხდება