შინაგან საქმეთა სამინისტრომ დის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის
დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის
მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 1969 წელს დაბადებული ფ.გ.
დუშეთში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ, დაკავებულმა მამაკაცმა დას, 1966 წელს დაბადებულ
ბ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი
ნაწილით მიმდინარებს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას
გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სერვისების ეტაპობრივი განახლება დაიწყო
შემდეგი სტატიაკორონავირუსის პრევენციის მიზნით სამი ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა