ორკესტრირებულად აქვთ სურვილი, რომ ეს მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად – უგულავას გამოკითხვა დასრულდა

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება საგამოძიებო ნაწილის დონეზე საერთოდ გაუგებრობაშია – მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გიგი უგულავას გამოკხვა დასრულდა. როგორც უგულავამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას შეკითხვები დაუსვეს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე. უგულავას განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება საგამოძიებო ნაწილის დონეზე საერთოდ გაუგებრობაშია. ფაქტია, პოლიტიკური ხელმძღვანელებისა და პროკურატურისა და შსს-ის ხელმძღვანელებისგან იძიებენ მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას. ჩემი პირველი კითხვა გამოძიების მიართ იყო, სახელმწიფო გადატრიალების საქმე საერთოდ არ ახსენეს და ჯგუფური ძალადობს ორგანიზების, 225-ე მუხლზე იყო, როცა დავაზუსტე, ეს სხვა საქმეა, ის სხვა საქმეა, არა ერთი საქმეა, თუმცა მუხლი არ იყო მითითებული. ხელოვნურად არის დაჩეხილი ეს საქმე იმისთვის, რომ და რაღაც გამოყონ, სადღაც მოეჭდიონ, რომ რაღაც გამოუვიდეთ, ხელებს აცეცებენ სიბნელეში, თვითონ არ იციან, რას აკეთებენ, ორკესტრირებულად აქვთ სურვილი, რომ ეს მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად. მომიწია ისტორიული ექსკურსი ჩამეტარებინა გამოძიებისთვის. ხელისუფლების დაუოკებელი სურვილია, რომ პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან,“ – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიშეჭამეთ, რომ ოკუპანტი მე კი არა თქვენ ხართ და დესერტად ოსების გენოციდიც შეიტენეთ – ხუხაშვილი თქმით პუტინმა საქართველოს ხელისუფლებას “მასტერკლასი” ჩაუტარა
შემდეგი სტატიასოფელ ბაკურციხეში ვენახები იწვის – ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს