“ორივე მხარე აცხადებს კეთილსა და ბოროტს შორის დაპირისპირებასა და არმაგედონს…”- პრეზიდენტი წინასაარჩევნო ვითარებაზე

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საზოგადობრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტთან ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში იმ სპეციფიკაზე ისაუბრა, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას გამოჩნდა და რომელიც მისი თქმით მიუღებელი და ოდიოზურია:

„ორივე მხარე აცხადებს კეთილსა და ბოროტს შორის დაპირისპირებასა და არმაგედონს, რომელიც უნდა მოხდეს, თუ რომელიმე წააგებს. ოდიოზურია ასეთი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, რომ შენ ხარ გადამრჩენელი და სხვის მიმართ, რომ ის არის დამანგრეველი და ამ ბრძოლაში უნდა იყოს ჩართული მთელი საზოგადოება. გადაჭარბებული განცდაა, როგორც საკუთარი თავის, ასევე ოპონენტის და დამოკიდებულება ამომრჩევლის მიმართ, რომელიც ამ სიკეთისა და ბოროტების ბრძოლში არის ფაქტობრივად მძევლად აყვანილი.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ევროპულმა საქართველომ“ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის აქტს შეაფასებს
შემდეგი სტატიაცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი არჩევნების დღეს ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს