ორბელიანის მოედანზე შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც

თბილისში ორბელიანის მოედანზე, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით,  სამი დაშავებული სკოლის მოსწავლეა.ერთ-ერთი 12 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შემთხვევის ადგილიდან 3 დაშავებული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, 3 კი „ამტელ ჰოსპიტალში“.

შუშა ელექტრო სისტემების შენობიდან ჩამოვარდა.

მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ტუღუში: ხელისუფლება იყენებს მართლმსაჯულებას უგულავას წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაკრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე სუს-მა დააკავა